შეფასების რუბრიკები


გაკვეთილის გეგმა
საგანი
ისტ
თარიღი
15.11.2018 წ.
მასწავლებელი
რუსუდან გვაზავა
სწავლების  საფეხური
დაწყებითი საფეხური,  მე-5კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
23 მოსწავლე; კლასში სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა
ფიგურები Paint - ში
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეებმა შეძლონ პროგრამა Paint-ში ფიგურების გამოყენებით ნახატების შექმნა.
მისაღწევი შედეგი
მოსწავლეები შეძლებენ  ფიგურათა მონიშვნას, ზომების შეცვლას, კოპირებას და მათი გამოყენებით ნახატების შექმნას; განავითარებენ კომპიუტერთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს.
ესგ სტანდარტთან შესაბამისობა
ის.ტექნ.დაწყ.2
·         აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითდ: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყებს მათ ზოგიერთ ძირითად ფუნქციას (მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა, ფორმატირება)
·         მუშაობის პროცესში საჭიროებისამებრ ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით.
შეფასება
განმავითარებელი (სიტყვიერი კომენტარი)
წინარე ცოდნა
გრაფიკულ რედაქტორში მუშაობის ელემენტები; ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენება; ნამუშევრის შენახვა/გახსნა.
სასწავლო რესურსი
კომპიუტერი, პროექტორი, ფერადი ქაღლდებისგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები, თაბახის ფურცლები, წებო.
გაკვეთილის მსვლელობა - საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები (2 წთ)
აქტივობა 1- წინარე ცოდნის გააქტიურება (3 წთ)
კითხვებზე პასუხის გაცემა:
·         რა არის ინფორმაცია?
·         ჩამოთვალეთ ინფორმაციის ტიპები?
·         რომელ პროგრამას გავდივართ ჩვენ?
·         Paint-ში შექმნილი ნამუშევარი როგორი ტიპის ინფორმაციას წარმოადგენს?
·         ჩამოთვალეთ Paint-ის სახატავი ინსტრუმენტები.
მოსწავლეებს ვაჩვენებ ქაღალდისგან გამოჭრილ ფიგურებს: წრე, კვადრატი, მართკუთხედი, მრავალკუთხედი და ვთხოვ მათ დაასახელონ ისინი. ვსვამ შემდეგ კითხვას:
·         შესაძლებელია თუ არა ფიგურების გამოყენებით ნახატების შექმნა?
აქტივობა 2 - მუშაობა ჯგუფებში (8)
კლასს ვყოფ 4 ჯგუფად. თითოეული ჯგუფი გეომეტრიული ფიგურების საშუალებით თაბახის ფურცელზე ქმნის „ხეს“.
აქტივობა 3 - სწავლა კეთებით (10 წთ)
მოსწავლეებს ვაცნობ  პროგრამა Paint-ში ფიგურების დახატვას, მონიშვნას, ზომის შეცვლას. ისინი თითოეულ მოქმედებას შეისწავლიან  პრაქტიკული დავალების შესრულებით.
აქტივობა 4 -დამოუკიდებელი მუშაობა (10 წთ)
მოსწავლეებს ვთავაზაობ შესაწავლილი ინსტრუმენტების გამოყენებით შექმნან ჯგუფური მუშაობისას შექმნილი ხე.
აქტივობა 5 - სწავლა კეთებით (9 წთ)
ვსვამ კითხვას:
·         როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ნახატის ზომის შეცვლა, გადაადგილება ან გამრავლება?
მოსწავლეებს ვაცნობ შესაბამის ინსტრუმენტებს, ვაძლევ ზუსტ ინსტრუქციას, როგორ მონიშნონ ფიგურა, გადაადგილონ და გაამრავლონ ის.
შეფასება და თვითშეფასება (3 წთ)
















ჯგუფური  მუშაობის  შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
მუშაობაში ჩართულობა
არ არის ჩართულია ჯგუფის ყველა წევრი
ჩართულია ჯგუფის  წევრთა უმეტესობა
ჯგუფის ყველა  წევრი აქტიურადაა ჩართული.
დროის ლიმიტის დაცვა
არ იცავს დროის ლიმიტს
იცავს დროის ლიმიტს ნაწილობრივ.
იცავს დროის ლიმიტს.
კრეატიულობა
ვერ შექმნა ნახატი
ნახატი შექმნა ნაწილობრივ
ნახატი შექმნა სრულად


No comments:

Post a Comment